20 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
თეა წულუკიანი ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის საკითხზე პირველი რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის საკითხზე პირველი რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლებს შეხვდა.

მათ მინისტრმა საჩუქრად ეროვნული არქივის მასალების მიხედვით მომზადებული ალბომები და კალენდრები გადასცა.

პარიტეტული კომისიის მუშაობის შედეგად გადაწყდა შატოს აღდგენა და მოწესრიგება.

„ჩვენ უკვე ვსაუბრობთ პროექტის დეტალებზე, რომლის საფუძველზეც ამ ოჯახებმა ხელი უნდა მოაწერონ მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხს,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს დელეგაციას სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე, ხელმძღვანელობს.

 

დღის ამბები