ციხისძირში გიგანტური ხეების სანახავად ბიძინა ივანიშვილი მივიდა.
ხეების ურეკში გადასანერგად სამუშაოები ამ წუთებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
რუსთავი2 -ს ციხისძირის გიგანტური ხეების დასაცავად მიმდინარე აქციების მონაწილეებმა ფოტოები მიაწოდეს, სადაც ჩანს, რომ ივანიშვილი მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს გაესაუბრა და სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა.