საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ და ბიზნესკურიერის წამყვანმა გადაცემის პირდაპირ ეთერში იკამათეს.
დავით საგანელიძე გადაცემაში კომპანია ჰუმანითი ჯორჯიასთვის საპარტნიორო ფონდიდან მიცემულ თანხაზე სასაუბროდ მივიდა. თუმცა, კითხვებზე პასუხამდე, მან გადაცემის წამყვანს მიმართა, რომ გადაცემაში არასწორი ინფორმაცია გავიდა და მათ შორის, მის ძმიშვილთან დაკავშირებით.
თუმცა, მის პრეტენზიას გადაცემის წამყვანი, აკაკი გოგიჩაიშვილი არ დაეთანხმა და მათ შორის ხმამაღალი კამათი გაიმართა.