20 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
რა პასუხი აქვს ივანიშვილს გიგანტური ხეების გადატანაზე - შეხვედრა ციხისძირში აქციის მონაწილეებთან

ციხისძირში ბიძინა ივანიშვილის და აქციის მონაწილებიის შეხვედრა მიმდინარეობს. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმ მოქალაქეების კითხვებს პასუსხობს, რომლებიც ციხისძირიდან ურეკში გიგანტური ხეების გადარგვას აპროტესტებენ.

პრეტენზიების მოსმენის შემდეგ, ივანიშვილი აქციის მონაწილეებს დაეთანხმა, რომ ყველა ვალდებულია, დაემორჩილოს კანონს და ხეების გადარგვის პროცესი კანონის სრული დაცვით უნდა წარიმართოს.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რეზო ხარაზმა, ბიძინა ივანიშვილს უთხრა, რომ ხეების გადარგვაში დახარჯული სოლიდური თანხით ციხისძირის მცხოვრებთა პრობლემების მოგვარება შეეძლო, მათ შორის კომუნალური პრობლემების, რომელიც მოსახლეობას აწუხებს.

შეხვედრა უკვე 40 წუთია, მიმდინარეობს. ბიძინა ივანიშივლმა ასევე დაათვალიერა მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები.  

დღის ამბები