20 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
დიდ დიღომს, ზაჰესის დასახლებასა და ვაშლიჯვარს წყლის მიწოდება საღამომდე აღუდგება

კომპანია GWP გუშინ საღამოდან მარშალ გელოვანის გამზირზე ავარიულად დაზიანებული 900 მმ-იანი წყლის მაგისტრალის აღსადგენად გადაუდებელ სამუშაოებს ატარებს.

ამ დროისთვის სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, რომ დღეს, 5 საათისთვის წყალმომარაგება აღუდგინოს დიდ დიღომს, ზაჰესის და ვაშლიჯვრის დასახლებებს, გოთუასა და მის მიმდებარე ქუჩებს.

ხოლო ამერიკის საელჩოს დასახლებას, დიღომი-8-ს, ჟვანიას კლინიკას და მის მიმდებარე კლინიკებს, ასევე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ობიექტებს წყალმომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ, ღამის 12 საათიდან ეტაპობრივად აღუდგება.

დღის ამბები