20 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
თუ ყველა საბუთი არ იქნება, სამუშაოები შეჩერდება - ბიძინა ივანიშვილი

მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობდა შეხვედრა ყოფილი პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და გიგანტური ხეების გადატანის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებს შორის.

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ყოფილ პრემიერს ხეების გადარგვის შეჩერება და შესაბამისი დოკუმენტაცია მოსთხოვეს, რომელიც ხეების გადარგვის კანონიერებას დაადასტურებს. ივანიშვილის თქმით კი, თუ ყველა საბუთი არ იქნება, სამუშაოები შეჩერდება.

„საუბარი მიდის დოკუმენტაციაზე, დოკუმენტაცია არ არის მოწესრიგებული. მე ამას ვნახავ მეორე მხრიდან. მანამდე ვაჩერებთ სამუშაოებს და სანამ დოკუმენტაცია არ იქნება წესრიგში, არაფერი სამუშაოები არ გაგრძელდება. აქვე გპირდებით, რომ ბუნებას აღვადგენთ და აღვადგენთ იმაზე უკეთესად, ვიდრე იყო. ერთი ხის ადგილზე, მინიმუმ, ათს დავრგავ და პარკს ამით არაფერი დააკლდება,“ - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

დღის ამბები