ბათუმის პორტში მყოფ ნატო-ს საზღვაო ხომალდებზე წვრთნები ხვალ ჩატარდება. ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის 4 გემი ქალაქში ორი დღის წინ შევიდა.
ხომალდზე იმყოფებოდა დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსს შეხვდა.
მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ამ მიმართულებით ნატო-ს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„დარწმუნებული ვარ, რომელსაც მეთაურობს კაპიტანი ჰესკინი, იქნება საფუძველი ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობისა მომაბვალში,“ - განცხადა ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსმა, ჯორჯიო ლაციომ.
ნაღმსაწინააღმდეგო გემები ბათუმის პორტს 15 თებერვალს დატოვებენ.