ქუთაისში ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილობრივები მათ საცხოვრებელ კორპუსთან მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ.
მათი განცადებით, იმ ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობაა დაწყებული, სკვერი იყო, თუმცა უკანონოდ გასხვისდა და ახალი მფლობელი ამ ტერიტორიაზე შენობის აშენებას გეგმავს.
მოსახლეობის თქმით, შენობის გამო ისინი ეზოს დაკარგავენ.
კომპანიაში კი განმარტავენ, რომ მშენებლობა კანონიერად მიმდინარეობს და ის აუცილებლად დასრულდება.
მათი თქმით, დღეისთვის არ არსებობს არანაირი ამკრძალავი საფუძველი, რომლის მიხედვითაც მშენებელობა არ უნდა განხორციელდეს.