კახეთის მოსახლეობა ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. 1 მარტიდან კახელებისათვის დენის ტარიფი 4 თეთრით ძვირდება.
სამინისტროს ინფორმაციით, სუბსიდია, რომელიც წელიწადში 4 მილიონ ლარზე მეტს შეადგენდა, კახეთისთვის აღარ გამოიყოფა და მისი გადახდა კვლავ ადგილობრივებს მოუწევთ.
სამინისტროს განმარტებით, ამის მიზეზი კახეთის რეგიონის მოსახლეობის სხვა რეგიონების აბონენტებთან თანაბარ პირობებში ჩაყენებაა.