უამრავი იძულებით გადაადგილებული პირი დღემდე ელოდება ახალ საცხოვრებელს, თუმცა მთავრობა დაწყებული პროექტების ბოლომდე მიყვანას ვერ ახერხებს.
სახელმწიფომ გორის ძველი საავადმყოფოს რეაბილიტაციისთვის 1 100 000 ლარი გადაიხადა, თუმცა შენობა დღესაც ჩამონგრეულია.
ვაზიანის დასახლებში მდებარე კორპუსები 2 წლის წინ გარემონტდა, თუმცა საქმე ბოლომდე ვერ მივიდა და კორპუსი დღემდე შეუსახლებელია. დამატებით 4 კორპუსის მშენებლობა დასრულდა, გარემონტდა კიდეც, თუმცა კომუნიკაციები შეყვანილი არ არის.
მშვიდობის ლეგიონის დამფუძნებელი ბესიკ წერედიანი ამბობს, რომ კორპუსების ასაშენებლად დევნილთა სამინისტროს ტენდერებში ერთი და იგივე კომპანიები იმარჯვებენ და სახელმწიფოსგან თანხას წინასწარ იღებენ. ასე დაიხარჯა 10 მილიონ ლარზე მეტი დაუსრულებელი მშენებლობებისთვის.
სამინისტოს ახალი ხელმძღვანელობა ხელს წინამორბედისკენ იშვერს.
ბესწიკ წერედიანი კი ამბობს, რომ შეუსრუელებელი სამუშაოების მიუხედავად, იგივე კომპანია ტენდერებში კვლავაც იმარჯვებს. მისთვის გაუგებარია, რატომ მისცეს ტრანს მშენს ახალი შეკვეთა, როცა მის მიერ არშენებული ორი კორპუსიდან შესახლება ჯერ ვერც ერთში ვერ მოხდა.