20 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
ყველაფერი დაკარგავს აზრს, თუკი იუსტიციის სამინისტრო და სასამართლო არ იქნება სამართლიანი - ბაია გადაბაძე

ბაია გადაბაძემ კურიერის პირდაპირ ეთერში მაესტროში ამ დროისთვის არსებულ მდოგმარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ჩვენ ვცდილობთ, ამ სტრესის მერე ჩავდგეთ ნორმალურ ვითარებაში“. 

„პარასკევს, საღამოს, 6-ს რომ 3 წუთი აკლდა, გაჩეჩილაძეების ადვოკატმა შეიტანა კიდევ ერთი განცხადება და ეს ყველაფერი დაემსგავსა უკვე იწილო-ბიწილოს. რატომ შეაქვს პერმანენტულად ამ ადამიანს ეს განცხადებები და საჩივრები, ვერ ვხვდები," - აცხადებს ბაია გადაბაძე.

მისი თქმით, მაესტროს გარშემო დღეს არსებული მდგომარეობა "არის დროებითი და მოჩვენებითი სიმშვიდე“. 

„მოგმართავდით, რომ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვით ამდენი ხნის განმავლობაში. დიპლომატიურ კორპუსს ვეუბნები ასეთ რამეს, რომ ჩვენ სამართლებრივი ჩარჩოებიდან არასოდეს გავალთ, მაგრამ ეს ყველაფერი დაკარგავს აზრს, თუკი იუსტიციის სამინისტრო და სასამართლო არ იქნება სამართლიანი, ობიექტური და იქნება მხარე," - განააცხად ბაია გადაბაძემ. 

 

 

დღის ამბები