ბაია გადაბაძე კურიერის პირდაპირ ეთერში მაესტროში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და ასევე იმ ფაქტზე, თუ როგორ მოხდება კომპანიის შემოსავლით უზრუნველყოფა.
„ჩვენ ტელეკომპანია იმედთან გვაქვს დადებული ხელშეკრულება რეკლამის გაყიდვის თაობაზე. ჩვენი მხრიდან ეს ხელშეკრულება არ იქნება დარღვეული იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი საჯარიმო სანქციებია და ასეთივე სანქციები დევს იმედის მხირდან,“ - განაცხადა ბაია გადაბაძემ.
მანვე იმედთან გაფორმულ კონტრაქტზე ისაუბრა, რომელშიც წერია, რომ „რაღაც კონრკეტულ რეიტინგს არ უნდა ჩავცდეთ“. მისივე თქმით, მთვლელი კომპანია, რომელიც რეიტინგს ითვლის, „რბილად რომ ვთქვათ, აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ჩავცდეთ ამას“.
ბაია გადაბაძე კომპანიის ფინანსური შემოსავლების კონტექსტში კრედიტორთა კრების საკითხსაც შეეხო.
„თუ კრედიტორთა კრება, რომელცი 9 თებერვალს არის ჩანიშინული, ბევრჯერ გადაიდო, რისი ეჭვიც მაქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემი კრედიტორები ანუ მოვალეები, რომლებიც მე მყავს, მათ აქვთ უფლება, დამიყადაღონ ანგარიშები. თუ ეს მოხდა, ტელევიზიის ფუნქციონირება იქნება გართულებული,“ - აღნიშნა ბაია გადაბაძემ.
ბაია გადაბაძის თქმით, არსებობს ბევრი ალტერნატიული გეგმა, ასევე ფლობენ ბევრ დოკუმენტს და ახალ მტკიცებულებებს. თუმცა, გადაბაძემ ამის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა.
„ტელევიზია, რომელსაც მუდმივად აყენებ კუთხეში და ის იწყებს საკუთარი თავის დაცვას, ცუდად აისახება ხოლმე ქვეყანაზე, მის საგარეო ურთიერთობებზე,“ - განაცხდა ბაია გადაბაძემ.