20 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
"საქართველოში დაურეგისტრირებელი მიწა არ ნიშნავს უპატრონო მიწას"-"თავისუფალი დეოკრატები"

"საქართველოში დაურეგისტრირებელი მიწა არ ნიშნავს უპატრონო მიწას" - ეს განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე თავისუფალმა დემოკრატებმა გააკეთეს. ისინი მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ კანონის მიღების შემხვევაში საქართველოს 400 ათასზე მეტ მოქალაქეს ხელუსუფლება მიწას ჩამოართმევს. თავისუფალი დემოკრატები მოუწოდებენ ხელისუფლებას განახორციელოს მიწის რეფორმა, რომელშიც პრიორიტეტი მოქალაქე და მისი საკუთრების უფლება იქნება.

“საქართველოს 400 ათასზე მეტ მოქალაქეს ჩამოერთმევა მიწები, მამა-პაპისეული მიწები, მათ შორის ის, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში ამუშავებდნენ. საქართველოში დაურეგისტრირებელი მიწა არ ნიშნავს უკანონო მიწებს, ამას ჰყავს თავისი მესაკუთრე, აღიარების პრობლემა დადგა იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ორჯერ ჩააგდო მიწის რეფორმა. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ, რომ უარი თქვან ამ განზრახვაზე, ეს პუნქტები საერთოდ ამოიღონ და დაიწყონ მიწის რეფორმა“ - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა და პარტია თავისუფალი დემოკრატების გამგეობის წევრმა სულხან ღლონტმა.       

დღის ამბები