ნაციონალური მოძრაობის ლიდერები დღეს ციხისძირში ისევ შეიკრიბნენ, სადაც ხეების გადატანის სამუშაოები ბიძინა ივანიშვილის მისვლის შემდეგ შეჩერებულია. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის თქმით, ციხისძირის სამუშაოები შეჩერებულია ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მიერ.
“ეს სამუშაოები შეჩერებულია არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტიზანი მებაღეების და რა თქმა უნდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მიერ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ამ ოლიგარქის თავგასულობა, თუ ეს მოვახერხეთ აქ, ამას მოვახერხებთ ხვალ სხვაგანაც და საბოლოო ჯამში წერტილს დავუსვამთ მის უკანონო მმართველობას ოქტომბრის არჩევნებზე,“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ნაციონალური მოძარობის ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძს თქმით ისინი ოქტომბერში გაიფორმებენ საბოლო გამარჯვებას.
“ჩვენ ერთი ეპიზოდი მოვიგეთ, ჩვენ მოვიგებთ ბრძოლას, ჩვენ მოვიგებთ ამ ომს, ჩვენ გამოვიყვანთ ამ არსებას მზის შუქზე, გავაშიშვლებთ და ის იქნება 7 მილიარდიანი ფუღურო მხოლოდ და ოქტომბერში ჩვენ გავიფორმებთ საბოლოოდ გამარჯვებას,“ - აღნიშნა გივი თარგამაძემ.