თელავში გაზის ტარიფის ზრდის შეჩერების მოთხოვნით ნაციონალურმა მოძრაობამ ხელმოწერების შეგროვება სოფელ აკურადან დაიწყო. პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ადგილობრივებს შეხვდნენ. მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლებას დანაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გაზრდილი გადასახადის გადახდას ვერ შეძლებს. დაახლოებით 7 ათასამდე აბონენტს აპირილიდან ტარიფი 11 თეთრით უძვირდება.
“ენერგეტიკის მინისტრი არ აპირებს იმ გადაწყვეტილების შეცვლას, რა გადაწყვეტილებაც მიიღო კომპანია ვისოლთან ერთად და თელავის მოსახლეობას გაზს გაუძვირებს 11 თეთრით. ჩვენ დღეს დავიწყეთ სოფელ აკურაში ხელმოწერების შეგროვება, დღევანდელი დღიდან მოვედებით მთლიანად მთელს რაიონს, ქალაქ თელავს და ამ ხალხის პროტესტს მივიტანთ საქართველოს მთავრობამდე რადგან შეწყვიტონ ეს გადაწყვეტილება“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ბოტკოველმა.