20 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
GWP ქართველიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას პასუხობს

GWP ქართველიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას პასუხობს და აცხადებს, რომ კომპანია მზად არის გზის საფარი პირვანდელი სახით აღადგინოს, თუმცა მოსახლეობის სხვა მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს.

„პირვანდელ მდგომარეობაში გზის აღდგენაზ -ქვეფენილზე მოსახლეობამ უარი განაცხადა და მოითხოვა ასფალტის დაგება, ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის. თუ მოსახლეობა გაგვიშვებს მზად ვართ პირვანდელ მდგომარეობაში ქვაფენილი აღვადგინოთ,“-აცხადებს კომპანია ჯორჯიანვოთერენდფაუერისდირექტორი ოპერაციული მართვის დარგში მამუკა კიკალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ  ქართველიშვილის ქუჩაზე წყლის მილების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით გზის საფარითითქიმს 2 თვეა აყრილია და მას არ აგებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები