20 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
მშობლების განგაშის ზარი და პეტიცია ახალი სასკოლო საგნის წინააღმდეგ

”განათლების სამინისტრო ევროკავშირის დავალებით სექტემბრიდან ჩვენ შვილებზე მასირებული შეტევის განხორციელებას აპირებს,” - ასე იწყება პეტიცია სახელად განგაშის ზარები, რომელსაც ხელოვნების და საზოგადოების ცნობილი წევრები აწერენ ხელს. ამ პეტიციის ავტორი ფილოლოგი გურამ ფალავანდიშვილია. საქმე ეხება ახალ საგანს, სახელად ”მე და საზოგადოება”, რომელიც სკოლებში 2017 წლიდან უნდა დაინერგოს. სახელმძღვანელო ჯერ არ შექმნილა და მასზე სამინისტროში მუშაობა მიდის.

გადაცემა P.S-მა გაარკვია, რომ ეს განგაში კი რეალურად ეხება წიგნს სახელად ”კომპასი," რომელიც განათლების სამინისტროს ვებგვერდის ბიბლიოგრაფიაში იყო განთავსებული. ეს წიგნი შესაძლოა მასწავლებელმა ნებაყოფლობით აირჩიოს, როგორც სახელმძღვანელო და მასში მოცემულია რეკომდებული სავარჯიშოები და რჩვეები თუ როგორ შეიძლება მასწავლებელი ესაუბროს ბავშვებს მაგალითად ისეთ თემაზე როგორიც სექსუალური უმცირესობაა. განგაშის ზარმა როგორც ჩანს განათლების სამინისტრო შეაშფოთა. რადგან წიგნი სახელად ”კომპასი” ვებგვერდიდან გამქრალია. თავად გურამ ფალავანდიშვილი კი მიიჩნევს, რომ ახალი საგანი ”მე და საზოგადოება” როგორც ის აღნიშნავს, ემსახურება ”ერთის მხრივ, ბილწი და უსაშინლესი მამათმავლური ცნობიერებით მოწამვლა, გარყვნას და მეორეს მხრივ, მათი სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარებასა და აღრევას.”

ის, რაზეც პეტიციის ავტორი წინასწარ ღელავს, რეალურად ჯერ არ არსებობს. არის თუ არა რაიმე შანსი, რომ მის მიერ ნახსენები თემა მოხვდება ახალი საგნის სახელმძღვანელოში ესეც ამ დროისთვის საერთოდ უცნობია.

ავტორი: ეკა ქადაგიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები