სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, საქართველოში შემოსული საკვები პროდუქტის სრულყოფილი გამოკვლევა შეუძლებელია. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არსებული ლაბორატორიების მწირი შესაძლებლობებია.
უწყების მტკიცებით, ნიმუშების აღება მონიტორინგის გეგმის თანახმად სრულად არ ხორციელდება. 2013-2015 წლებში კვლევებზე განსაზღვრული თანხის, 863 ათასი ლარის სრულად ათვისება არ მომხდარა.
მაღაზიები გარკვეულწილად მოწმდება, თუმცა სრულიად უკონტროლოა ქუჩაში გაყიდული საქონელი, კანონით გარევაჭრობა აკრძალულია, თუმცა დედაქალაქში რამდენიმე ადგილას ქუჩაში იყიდება ხორცი, თევზი და სხვა მალფუჭებადი პროდუქტი. სურსათის ეროვნულ სააგენტოს კი მათი შემოწმება არ ეხება.
აუდიტი რისკების არეალის გაფართოვებისა და ევროპულთან დაახლოების რეკომენდაციას გასცემს, დღესდღეობით კი მოსახლეობა საფრთხის შემოცველი საკვების შეძენისგან სრულად დაცული არ არის.
ავტორი: გვანცა სუთიძე