თბილისის მერმა სამგორის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა. მისი თქმით, სამუშაოები ორ კვირაში დასრულდება. ტერიტორიაზე დღეს აგდულოებრივებიც შეკრიბნენ. მათი თქმით, ასფალტის დაგებმადე საჭიროა საკანალიზაციო და წყლის სისტემების გამოცვლა, რადგან სავალალო მდგომარეობაშია.
"40 წელზე მეტია ამ უბანში გზა არ არსებობდა და ვაგვარებთ წელს გზის პრობლემას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოსახლეობა ასევე ითხოვს, რომ შიდა ნაწილში დამატებით გავაკეთოთ გზის ერთი მონაკვეთი და რა თქმა უნდა ამასაც გავითვალისწინებთ“, - განაცხადა თბილისისი მერმა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის გივი კუბლაშვილის თქმით, სამუშაოები დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში დასრულდება და სრული რეაბილიტაცია 200 ათას ლარამდე დაჯდება.