20 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
"ჩვენ გავათავისუფლებთ საქართველოს საბანკო ყაჩაღებისგან" - შალვა ნათელაშვილი

საბანკო სექტორის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ლეიბორისტულმა პარტიამ დღეს სახელმწიფო კანცელარიასთან გამართა. პარტიის ლიდერმა ხელისუფლებას მოსახლეობის ფინანსური უსაფრთხოების დაცვისა და მცირე ბიზნესის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საბანკო რეფორმის გატარება მოთხოვა.

"ჩვენ ვთავაზობთ მსხვილ მასშტაბიან საბანკო რეფორმას, რომლის მიხედვიდაც დაუყონებლივ უნდა დაიწყოს საურავების და ჯარიმების ჩამოწერა, პროცენტების განულება და განახევრება. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი იქნება სწორედ ქვეყნის გადარჩენა და ამ მთავრობის გადარჩენა პირველ რიგში. თუ ესენი არ გაატარებენ ამ რეფორმას, ჩვენ გავატარებთ და გავანთავისუფლებთ საქართველოს საბანკო ყაჩაღებისგნა და მძარცველებისგან.“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.     

დღის ამბები