20 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
ტყიბულში მეშახტეები დაბალ ანაზღაურებას აპროტესტებენ

ხმაური იყო დღეს ტყიბულში. მეშახტეები დაბალ ანაზღაურებას აპროტესტებენ. მათ საქნახშირის წინ ხელფასების გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართეს.

კომპანიის თანამშრომლები უკვე მეორე დღეა გაფიცულები არიან. მათი განმარტებით, ხელფასები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად შემცირდა. 

"ჩვენ ვართ საცოდავად საწყალი ხალხი, ხელფასები არაფერი არ გვაქვს, ვართ მშიერ-მწყურვალები, უპატრონოდ. ჩვენი უფროსი ყურადღებას არ გაქცევს, ამათ ჩვენ ვგონივართ პატიმრები, ჩვენი საშუალო ხელფასი არის 450 ლარი და შახტაში 400 მეტრაზე ვმუშაობთ", - განაცხადა აქციის მონაწილემ ვაჟა კირკიტაძემ.

აქციის მონაწილეები მთავრობის წევრებს გვერდშიი დგომისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი პოზიცია ოქტომბრის არჩევნებზე აისახება.

დღის ამბები