20 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
ქონება, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი ფლობს

საქართველოში 6 595 კვადრატული მეტრი მიწის ფართობს დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის ოჯახი ფლობს. მისი და მისი მეუღლის, ირმა ფირცხალაიშვილის საკუთრებაში არის არაერთი საცხოვრებელი სახლი თბილისში და მიწის ნაკვეთები. 

დეპუტატის მიერ შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ სოსო ჯაჭვლიანი ფლობს:

  1. 150 კვ. მეტრის ფართობის საცხოვრებელ სახლს დიდი დიღომში;
  2. საცხოვრებელი სახლი მცხეთაში - 200 კვ. მეტრი;
  3. საცხოვრებელი სახლში მესტიაში - 150 კვ. მეტრი;
  4. ავტოფარეხი თბილისში 25 კვ. მეტრი;
  5. მიწის ნაკვეთი ვეჯინში 1000 კვ. მეტრი; 
  6. მიწის ნაკვეთი ვეჯინში 700 კვ. მეტრი;
  7. მიწის ნაკვეთი ვეჯინში 800 კვ. მეტრი;
  8. მიწის ნაკვეთი მესტიაში 1 850 კვ. მეტრი; 
  9. მიწის ნაკვეთი ვეჯინში 900 კვ. მეტრი.

მისი მეუღლე ირმა ფირცხალაიშვილი ფლობს:

  1. საცხოვრებელ სახლს აბაშიძის ქუჩაზე-  140 კვ. მეტრი;
  2. საცხოვრებელი სახლი მოსაშვილის ქუჩაზე - 100 კვ. მეტრი;
  3. მიწის ნაკვეთი ბორჯომში  - 500 კვ. მეტრი;
  4. საცხოვრებელი სახლი ბორჯომში - 80 კვ. მეტრი.

59 წლის დეპუტატის წლიურმა შემოსავალმა პარლამენტში 2015 წელს 56 865 ლარი შეადგინა, მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციიდან კი დეპუტატმა 1 800 ლარი მიიღო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები