20 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
სუროგაციის წესით დაბადებული ბავშვების ქვეყნიდან გაყვანის კანონი მკაცრდება

სუროგაციის წესით დაბადებული ბავშვების ქვეყნიდან გაყვანის კანონი მკაცრდება. ინიციატივა დღეს ბიუროს სხდომაზე მთავრობამ დაარეგისტრირა. ცვლილებების თანახმად ბავშვის გაყვანის დროს ყველა მხარის უფლებები უნდა იყოს დაცული, მათ შორის ბავშვის უფლებებიც. პარლამენტი აღნიშნულ საკითხზე დაჩქარებული წესით იმსჯელებს.

„ბოლო პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე მცდელობა, როდესაც ბავშვი რომელიც ამ გზით არის დაბადებული მისი ქვეყნიდან გაყვანის პროცესი ხორციელდება არსებული კანონმდებლობის გვერდის ავლით. აშკარაა, რომ გავლილი უნდა იქნას გარკვეული სამართლებრივი პროცედურები, თუმცა ამ პროცედურას ყოველგვარი აზრი ეკარგება თუკი კანონის გვერდის ავლის მარტივი შესაძლებლობა იარსებებს,“ - აცხადებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები