ვენეციის კომისიის წევრებმა ერთ–ერთი მთავარი შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში გამართეს, რომელიც საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. რაიონული კომისიების ყოფილმა თანამშრომლებმა საერთაშორისო ექსპერტებს მიმართვა გადასცეს, სადაც საუბარია ცესკო-ს მიერ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე. სამსახურიდან გათავისუფლებულებს პრეტენზიები აქვთ ახალი თანამშრომლების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, რომელიც მათი თქმით, თანამდებობებზე არა პროფესიული, არამედ პარტიული ნიშნით დანიშნეს.
ვენეციის კომისიის წევრებისგან ყოფილმა თანამშრომლებმა მათი პრეტენზიების გაცნობის პირობა მიიღეს, თუმცა განუმარტეს, რომ ისინი საქართველოში სხვა მიზნით იმყოფებიან.
არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პაეტიებისა და საერთაშორისო ექსპერტებისთვის ინფორმაციის მიწოდების პარალალურად, საოლქო კომისიების ყოფილი თანამშრომლები სასამართლო სარჩელს ამზადებენ.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე