მაკა ასათიანი ძმებ გაჩეჩილაძეებს მოლაპარაკებას სთავაზობს. მაესტროს მეწილემ მოდავე მხარე კრედიტორთა საბჭოს სხდომაზე მიიწვია, სადაც არხის კრიზისან გამოსვლის გეგმაზე იმსჯელებენ. თუმცა უკვე ცნობილია, რომ შეთავაზებაზე გაჩეჩილაძეების პოზიცია-ისინი საბჭოს სხდომაში მონაწილეობის ნაცვლად კიდევ ერთხელ მიმართავენ საჯარო რეესტრს, სადაც არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ლევან გაჩეჩილაძეს უფლებამოსილების ცნობის საკითხი იქნება დაყენებული.
არხის კრიზისიდან გამოყვანის გეგმის წარმოდენას მაკა ასათიანი ძმებ გაჩეჩილაძეებს უკვე ღიად სთავაზობს. არხის ერთ-ერთმა მოწილემ მოდავე მხარეს დღეს კონსტრუქციული დიალოგი ადვოკატის მეშვეობით შესთავაზა.
მაკა ასათიანის შეთავაზება დღეს მხოლოდ ძმები გაჩეჩილაძეების მისამართით არ გაკეთებულა, ტელეკომპანიის მეწილე იგივეს მაესტროს ჟურნალისტებსაც სთავაზობს, იმისთვის რომ არხის ირგვლივ მიმდინარე პროცესები კიდევ უფრო საჯარო გახდეს, კრედიტორთა საბჭოში მონაწილეობა ნებისმიერ თანამშრომელს შეეძლება.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი