20 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
80 წლის ასაკში გამოჩენილი ქართველი მწერალი და მთარგმნელი ბაჩანა ბრეგვაძე გარდაიცვალა

80 წლის ასაკში, გამოჩენილი ქართველი მწერალი და მთარგმნელი, ბაჩანა ბრეგვაძე გარდაიცვალა. 8 ენოვანი დიაპაზონით და ლიტერატურის თარგმნის გამორჩეული უნარით ქართველმა ფილოსოფოსმა, მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა შექმნა. მას არაერთი უნიკალური თარგმანები ეკუთვნის.

სოკრატემდელი ფილოსოფოსები, პლატონი, არისტოტელე, პლოტინე, სახარება, მარკუს ავრელიუსი, ნეტარი ავგუსტინე, დანტე, სერვანტესი, პასკალი და კიდევ უამრავი ავტორი ქართველმა მკითხველმა ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანებიდან გაიცნო.

ავტორი: სალომე ბენაშვილი

დღის ამბები