20 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრები დევნილები სუბარის უწყებას უპირისპირდებიან

ისანში ნავთლუღის ქუჩა რამდენიმე საათით გადაკეტილი იყო. ისნის სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრები დევნილები სოზარ სუბარის უწყებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ჰოსპიტალის შენობაში სოციალურად დაუცველებისა და დევნილთა 150-მდე ოჯახი ცხოვრობდა. ამ ოჯახების გასახლება რამდენიმე თვის წინ მოხდა. ისინი დროებით ქირით გაიყვანეს და დევნილთა სამინისტრო მათ ბინის ქირას უხდიდა, თუმცა დევნილების მტკიცებით, სოზარ სუბარის უწყებამ გასახლებულებს მხოლოდ სამი თვის ქირა გადაუხადა, რის გამოც ისინი იძულებულები გახდნენ უკან სამხედრო ჰოსპიტალის შენობაში დაბრუნებულიყვნენ.

აქციის მონაწილეები დევნილთა სამინისტროს დახმარებას სთხოვენ და შენობაში არსებულ მძიმე საცხოვრებელ პირობებზე საუბრობენ.

მათ მხარი ლადო სადღობელაშვილის არასამთავრობო ორგანიზაციამ თავისუფალმა თაობამ დაუჭირა, რომლებმაც დევნილებთან ერთად ხელისუფლების საქმიანობა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ნავთლუღის ქუჩა და დაწვეს საბურავები. ადგილზე მობილიზებული იყო 10-მდე საპატრულო ეკიპაჟი და სახანძრო მანქანები.

 

დღის ამბები