20 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
ხანძარი თბილისში - ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა

თბილისში სამ სართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დაიწვა. შემთხვევა კოტე აფხაზის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სხვენზე გაჩნდა და 400 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.

ხანძრის დროს სახლიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია დროულად მოხდა, მათ დაზიანებები არ მიუღიათ, თუმცა დაშავდა ერთი მეხანძრე, რომელმაც სხულის მცირე დაზიანება მიიღო. მას სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გაუმართავმა ელექტრო სადენებმა გამოიწვია. ადგილზე მობილიზებული იყო 14 ერთეული სახანძრო მანქანა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი, რომელიც დაზარალებულებს დახმარებას დაპირდა. ზარალის ოდენობა ამ დროისთვის ცნობილი არ არის.  

დღის ამბები