20 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
ტყიბულში საპროტესტო აქცია გრძელდება - გაფიცულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ

საპროტესტო აქცია გრძელდება ტყიბულში. გაფიცული მეშახტეების ნაწილმა ღამე საქნახშირ ჯი-აი-ჯის ადმინისტრაციის შენობის წინ გაატარა, ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ამ პირობების შესრულებამდე კი მუშაობაზე უარს ამბობენ.

გაფიცულების თქმით, მთის კანონის ამოქმედების შემდეგ მათი მდგომარეობა გაუარესდა, რადგან ანაზღაურებიდან საშემოსავლო გადასახადი ექვითებათ.

მეშახტეების ბრალდებებს კომპანიაში პასუხობენ - ისინი გაფიცულ მუშებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას სთავაზობენ და ამბობენ, რომ თუ პერსონალი მოლაპარაკებების პროცესში არ ჩაერთვება, საწარმო გაჩერდება და მათი სამსახურიდან დათხოვნა გახდება აუცილებელი.

 

დღის ამბები