რამდენიმე საათით გადაკეტილი იყო ისანში ნავთლუღის ქუჩა. სოციალურად დაუცველები და დევნილები ხელისუფლებისგან ე.წ. სამხედრო ჰოსპიტალში დაბრუნებას და ფართების დაკანონებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი შენობიდან რამდენიმე თვის წინ გამოასახლეს და ქირით გაიყვანეს. თუმცა, ქირის თანხა მალე აღარ გადაუხდიათ.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ სოციალურად დაუცველებს და დევნილებს, სპეციალურმა კომისიამ სახლები ორხევში შესთავაზა, რაზეც უარი მიიღეს. აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი თაობაც შეუერთდა.