20 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
„რეესტრი, ნებსით თუ უნებლიედ ხელს უწყობს "მაესტროს" გაკოტრების პროცესს" - გაჩეჩილაძეების ადვოკატი

გაჩეჩილაძეების ადვოკატი დღეს საჯარო რეესტრისგან პასუხს ელოდება - დაარეგისტირებს თუ არა უწყება ლევან გაჩეჩილაძეს მაესტროს გენერალურ დირექტორად.

„რეესტრი, ნებსით თუ უნებლიედ, ხელს უწყობს მაესტროს გაკოტრების პროცესს, როცა არ არეგისტრირებს, კანონიერად დანიშნულ დირექტორს,“ - განაცხადა ირაკლი კორძახიამ.

პარალელურად, დღესვე მაკა ასათიანის ადვოკატი კონკურენციის სააგენტოს მიმართავს, იმის დასადგენად ირღვევა თუ არა კანონი, როდესაც ტელეკომპანია იმედთან დაკავშირებული პირი მაესტროს წილს ყიდულობს.

გვენეტაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ირაკლი რუხაძის კავშირი ორივე ტელეკომპანიასთან დადასტურდება, შესაძლებელია იმედს სანქციები დაეკისროს.

„თუ დამკტიცდება, რომ ირაკლი რუხაძე მოქმედებდა იმედის ინტერესებში, მაშინ ეს იქნება იმედის მიმართ გამოსაყენებელი საჯარიმო სანქციები, თუ ის მოქმედებდა როგორც კერძო პირი, აქ არ იქნება კონკურენციის დარღვევა და იქნება თვალთმაქცური გარიგება,“ - აცხადებს გიორგი გვენეტაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები