მე და საზოგადოება- ახალი სახელმძღვანელო და სასწავლო კურსი განიხილეს ფრაქცია ქართული ოცნების დეპუტატებმა და განათლების მინისტრმა დახურულ შეხვედრაზე.
თამარ სანიკიძემ კომიტეტების თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებს ახალ საგანმანათლებლო კურსთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლია გიგაურიც დაესწრო. თუმცა, არც სანიკიძეს და არც გიგაურს შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ. გია ვოლსკი კი სახელმძღვანელოს დადებითად აფასებს.
„ეს არის ბავშვის აღზრდის დამატებითი საგანი, რომელიც მოიცავს საკმაოდ საინტერესო თემებს,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
ჯერ-ჯერობით უცნობია, როდიდან დაიწყება ახალი სასწავლო კურსის სწავლება სკოლებში. პარლამენტში დახურულ შეხვედრაზე საუბარი იყო იმ თემებზეც, რომლის განხილვაც კვირის ბოლოს პრემიერთან შეხვედრის დროს იგეგმება.