20 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
„ამ სიაში თქვენ ძალიან საინტერესო გვარებს ნახავთ," - ელისო კილაძე პოლიტპატიმართა ე.წ. უცნობ სიებზე

ე.წ. უცნობი სიის სახელით გამოქვყენებულ პოლიტმატიმარტა სტატუსით გათავისფულებულთა პირების საკითხს ქრონიკა+ -ის რედაქტორი ელისო კილაძე ეხმაურება. ის მიუთთებს რამდენიმე კონკრეტულ გავრზე, რომელიც მისი თქმით, კითხვის ნიშანს აჩენს, თუ რატომ მოხვდნენ აღნიშნული პირები სიაში.

მათ შორის არიან ყოფილი მაღლაჩინოსნები. რედაქტორი ასვეე საუბრობს ბიზნესმენ გიორგი მგალობლიშვილზე, რომელიც მისივე თქმით, არაერთხელ არის ნასამართლევი, მათ შორის თაღლითობის ბრალდებით.

ელისო კილაძის თქმით,  ეკა ბესელიამ უნდა გასცეს პასუხი, თუ რა ნიშნით მოხვდა კონკრეტულად გიორგი მგალობლიშვილი აღნიშნულ სიაში, რომელიც პრესაში დღეს ე.წ. უცნობი სიის სახელით გამოქვეყნდა.

„ამ სიაში თქვენ ძალიან საინტერესო გვარებს ნახავთ, აქ  არის მაგალითად გოჩა ზასოხოვი, რომელიც ყველამ ვიცით, თავის დროზე, რატომ გაასამართლეს და რატომ დატოვა ქვეყანა. აქ არის თემურ ბასილია, შევარდნაძის დროინდელი ყოფილი მაღალჩინოსანი. ამ სიაში ნახავთ ემზარ კვიციანს. ის რაც დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ და დოკუმენტალურად დაგიდასტუროთ, ამ სიაში მე-19-ე ნომრად მყოფი გიორგი მგალობლიშვილი. ის გალხავთ, წარსულში, არაერთგზის ნასამართლევი პირი, რომელიც თაღლითობისთვის იქნა გასამართლებული. მარგამ როგორც აღმოჩნდა, ეს არ იყო მისი პირველი ნასამართლეობა. მე მაქვს განაჩენი, რომლითაც დასტურდება, რომ გიორგი მგალობლიშვილი ასევე წარსულში იყო ნასამართლევი სხვისი ქონების, ანუ საკუთრების ხელყოფის ფაქტზე. თუ არა ლობირება, ერთადერთ კითხვაზე უნდა უპასუხოს ეკა ბესლიამ, რა ნიშნით მოხვდა გიორგი მგალობლიშვილი ამ საიში, რატომ ჩათვალა მან, რომ ის პოლიტიკური ნიშნით იყო გასამართლებული,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები