20 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
მშობლები და პედაგოგები სასკოლო საგან "მე და საზოგადოების" სტანდარტს დადებითად აფასებენ

დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლები და პედაგოგები სასკოლო საგან "მე და საზოგადოებაის" სტანდარტს დადებითად აფასებენ და მის სასწავლო პროცესში შემოღებას მხარს უჭერენ. ასეთია კვლევის შედეგი, რომელიც დღეს საინფორმაციო სამეცნიერო ფსიქოლოგიური ცენტრმა თანადგომამ გამოაქვეყნა. გამოკითხვა ქვეყნის ხუთ ქალქში ჩატარდა და მთავარი მიზანი ახალი საგნის სტანდარტებთან და საჭიროებებთან დაკავშირებით პედაგოგების და მშობლების დამოკიდებულების გარკვევაა.

"ვლინდება ამის პრაქტიკული საჭიროებები თვითონ სკოლებში იმიტომ, რომ თვითონ მასწავლებლები, მშობლები აღნიშნავენ გარკვეულ ფაქტებს, როდესაც ადგილი აქვს ამა თუ იმ სახის პრბლემებს. ვიტყოდი არაჯანსაღი აჟიოტაჟია ატეხილი, ეს არის ჩვეულებრივი სიყალბის ტირაჟირება და პროპაგანდა“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია თანადგომას წევრმა სერგო ჩიხლაძემ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი თქმით, ისინი 8 წლის ბავშვების ხარჯზე სპეკულირებენ.

“ვთხოვ ყველას შევიდეს სამინისტროს ვებგვერდზე. ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ წინარე სამუშაო ვერსიებიც, რომელიც არსებობს, მანამდეც იყო განთავსებული და ბუნებრივია სამუშაო ვერსია ზუსტად ის არის, რომ იქ რაღაცა შეიცვლება, რაღაცა დაიხვეწება, მაგრამ არა იმ, პირდაპირ ვიტყვი ბინძური ბრალდებების მიმართულებით, რაც ჩვენ გვესმის, რაც ჩვენ საზოგადოებას ესმის და ეს ბინძური იმიტომ არის, რომ ეს ხდება 8 წლის ბავშვების სპეკულირების ხარჯზე“, - აღნიშნა ნათია ჯოხაძემ.     

დღის ამბები