20 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
ომის ვეტერანებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს

ომის ვეტერანებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს თბილისში, ვერის ბაღში. მათ მთავარ მოთხოვნებს შორის სოციალური უზრუნველყოფის დონის გაუმჯობესება და ვეტერანთა ჰოსპიტალის შენობის შენარჩუნებაა.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ვადა 27 თებერვლამდე მისცეს. სწორედ ამ დღეს ვეტერანთა საერთო ყრილობა გაიმართება და თემაზე სწორედ ყრილობაზე იმსჯელებენ.

აქციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით ლორთქიფანიძე ესწრებოდა. ის ვეტერანებს ხელისუფლებასთან კომუნიკაციას დაპირდა.

დღის ამბები