20 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
დოპინგ სკანდალი - ჭიდაობის ფედერაციაში შეხვედრა მიმდინარეობს

ჭიდაობის ფედერაციაში 6 მოჭიდავის დოპინგ სკანდალზე ამ წუთებში მსჯელობენ. ფედერაციაში აცხადებენ, რომ მოისმენენ სპორტსმენთა ახსნა-განმარტებას, თუ როგორ მოხვდა მათ სისხლში მელდრონიუმის ჯგუფის მედიკამენტი.

თუმცა, დისციპლინარული სანქციები სპორტსმენებს დღეს არ დაეკისრებათ. ფედერაციაში საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოს საბოლოო დასკვნას დაელოდებიან. 

მოჭიდავეები თბილისში გუშინ დაბრუნდნენ. თუმცა, ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები