20 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
სააგენტო მოკლებულია მსგავსი საკითხების განხილვის შესაძლებლობას - კონკურენციის სააგენტო

"სააგენტო მოკლებულია მსგავსი საკითხების განხილვის შესაძლებლობას," - ასე პასუხობს კონკურენციის სააგენტო სტუდია მაესტროს მეწილის, მაკა ასათიანის, ადვოკატის განცხადებებს.

სააგენტო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამ დრომდე სააგენტოსთვის გიორგი გვენეტაძეს წერილით არ მიუმართავს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული მრავალი განცხადების გათვალისწინებით, კონკურენციის სააგენტო საჭიროდ თვლის, განმარტოს, რომ ტელეკომპანია მაესტრო-ს წილების შესყიდვასთან დაკავშირებით სააგენტოში რაიმე ტიპის განცხადება დღემდე არ არის წარმოდგენილი.

"აქვე, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ხსენებული განცხადების წარმოდგენის შემთხვევაშიც კი, სააგენტო მოკლებულია მსგავსი საკითხების განხილვის სამართლებრივ საფუძველს, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-111 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია ეკონომიკური აგენტების მიერ კონცენტრაციის თაობაზე, სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულების წარმოშობის კრიტერიუმები, სადაც ცალსახად არის მითითება იმის თაობაზე, რომ კონცენტრაციის შეტყობინების ვალდებულება ეკონომიკის რეგულირებადი სფეროსეკონომიკურ აგენტებს არ გააჩნიათ.

"თავის მხრივ, ამავე კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტში განმარტებულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სფერო განეკუთვნება ეკონომიკის რეგულირებად სფეროს," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები