განათლების მინისტრმა უმრავლესობის წევრებს ახალ საგანთან დაკავშირებით, რომელიც მომავალი სასწავლო წლიდან დაემატება, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
სასკოლო პროგრამაში "მე და საზოგადოების“ დამატებას, რომლის შემუშავებაში ასობით ორგანიზაცია მონაწილეობდა, დეპუტატებიც მხარს უჭერენ.
დღეს ასევე ცნობილი გახდა ქვეყნის 5 დიდ ქალაქში ჩატარებული კვლევის შედეგები - ახალი საგნის სწავლებას მოსწავლეებთან ერთად მათი მშობლებიც იზიარებენ.
გამოკითხვა, რომელიც ორგანიზაცია თანადგომამ ქვეყნის ხუთ ქალაქში ჩაატარა, დაწყებით კლასებში ახალი საგნის შემოღებას უკავშირდება. კვლევის ავტორების თქმით, მშობლები და პედაგოგები სამოქალაქო განათლების ამაღლებისათვის პროგრამაში ახალი საგნის შეტანას მხარს უჭერენ.
"მე და საზოგადოების" პილოტურ პროგრამაში მონაწილე მასწავლებლებისათვის გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რომელიც ახალი საგნის სტანდარტის გამოქვეყნებას მოჰყვა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი საგნის სტანდარტის შემუშავებაში ასობით ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას.
მესამე–მეოთხე კლასების პროგრამაში მოსწავლეების სამოქალაქო გადათლების ამაღლებისათვის ახალი საგანი 2017–1018 წლების სასწავლო წლიდან შევა.
ავტორი: თეონა ცხომელიძე