მკლავჭიდელთა ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის, წინააღმდეგ სპორტსმენები პარლამენტთან აქციას მართავენ და ჯაჭვლიანის თანამდებობიდან წასვლას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარს იტყვის.
შეკრებილები ფედერაციის ხელმძღვანელს დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხის არამიზნობრივ ხარჯვაში სდებენ ბრალს.
მათი მტკიცებით, ჯაჭვლიანი ფედერაციის დაფინანსებას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს და პრემიის სახით დიდი ოდენობის თანხასაც იღებს.
მკლავჭიდელების განცხადებით, ფედერაციას აქვს საკმარისი დაფინანსება, თუმცა სპორტსმენებს არ აქვთ სავარჯიშო პირობები და შესაბამისი აღჭურვილობა.