20 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
საპარლამენტო ოპოზიცია მიწის რეფორმის კანონპროექტის გაწვევას ითხოვს

საპარლამენტო ოპოზიცია მთავრობისგან მიწის რეფორმის კანონპროექტის გაწვევას ითხოვს. საკანონმდებლო ინიციატივის ხარვეზებზე საუბრობს უმცირესობა და იმ საფრთხეებზე აკეთებს აქცენტს, რომელიც მოსახლებას კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში ემუქრება.

ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროების ინიციატივის განხილვას პარლამენტი, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში, მას შემდეგ დაიწყებს, რაც კანონპროექტის ავტორები დამატებით ცვლილებებს წარადგენენ.

დაურეგისტრირებელი მიწები ერთ-ერთი მთავარი თემაა, რომელზეც თელავში შეკრებილი გლეხები მსჯელობენ.

ადილობრივებისთვის მიუღებელია ცვლილებების ის წესები, რომლის მიხედვითაც, მიწების დაკანონებას მთავრობა მათ სთავაზობს. თელაველები რეგისტრაციის წესების გამარტივებას და კუთვნილი მიწების უფასოდ გადაცემას ითხოვენ.

რა ცვილებებს შეიტანს მთავრობა კანონში, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, პარლამენტში უკვე დარეგისტრირებული კანონპროექტის მიხედვით, "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონს ერთი - მეთერთმეტე პრიმა მუხლი ემატება. ცვლილებების მიხედვით, თუ პირი საჯარო რეესტრში ვერ დაამტკიცებს, რომ უძრავი ქონება მას ეკუთვნის, ის სახელმწიფოს საკუთრებაში გადადის.

ოპოზიციის ინფორმაციით, ქვეყანაში 70%-ზე მეტი მიწის ნაკვეთები დაურეგისტრირებელია. მესაკუთრეების უმეტესობას კი დოკუმენტაცია ან მოუწესრგებელი აქვს ან ის საერთოდ არ გააჩნია.

 

 

ავტორი: ნინო სამყურაშვილი

დღის ამბები