20 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
ძველი თბილისის ისტორიული აბანოები შესაძლოა, დაიხუროს

ძველი თბილისის ისტორიული აბანოები შესაძლოა, დაიხუროს. აბანოების შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება მეპატრონეებმა დღეს გააკეთეს.

მიზეზი ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის ახალი სატარიფო სისტემაა, რომელიც კომპანიამ 2015 წლიდან დააწესა.

აბანოების ხელმძღვანელების თქმით, რამდენიმე ათასით გაძვირებული გადასახადის დაფარვას ვერ ახერხებენ. ამის გამო მათ დავალინებაც დაუგროვდათ. ისინი პრემიერ-მინისტრს სატარიფო სისტემაში ცვლილებების შეტანას და შეღავათიანი გადასახადის დაწესებას სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი აბანოების დახურვას გეგმავენ.

ისტორიული აბანოების ხელმძღვანელების მოთხოვნა გაუგებარია წყლის კომპანიის ხელმძღვანელობისთვის.

ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერში აცხადებენ, რომ აბანოების მფლობელებს პრეტენზიები მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც გამრიცხველიანების სისტემა მოწესრიგდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება ისტორიული აბანოების პრობლემის მოგვარებას. დღეს ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია. წყლის კომპანიამ კი დავალიანების ამოსაღებად სასამრთლოს მიმართა, პროცესი 5 მაისს არის ჩანიშნულია.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები