მთარგმნელს, მწერალს და ფილოსოფოსს ბაჩანა ბრეგვაძეს მთაწმინდის მწერალთა და პოეტთა პანთეონში დაკრძალავენ. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ, საჯარო განცხადება ბაჩანა ბრეგვაძის პანაშვიდზე გააკეთა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება დღეს მიმდინარე განხილვის შედეგად მიიღეს.
“ბატონი ბაჩანა ბრეგვაძე დაიკრძალება მთაწმინდის პანთეონში. გარდა ამისა, კომისია მიმართავს საკრებულოს თხოვნით, რომ ერთ-ერთ ქუჩას თბილისში მისი სახელი მიენიჭოს,“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
მთაწმინდის პანთეონი ოფიციალურად დახურულია, თუცმა მერიას და საკრებულოსაც აქვს უფლება, რომ შეცვალოს გადაწყვეტილება და ადგილი გამოიყოს დაკრძალვისთვის.
ავტორი: სალომე ბენაშვილი