საქართველოსა და ირანს შორის უვიზო მიმოსვლის აღდენის შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ ქართულ ავიაბაზაზე რამდენიმე ირანული კომპანია შემოდის.
ცნობილია, რომ ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს დღეებში ფრენების შესრულების ნებართვას მიანიჭებს ირანულ ავიაკომპანია ქეშმეირს (Qeshm Airlines).
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, უახლოეს პერიოდში საქართველოში კიდევ ერთი ირანული ავიაკომპანია შემოვა. შესაძლოა ირანულმა ავიაკომპანიებმა რეგულარული ფრენები მარტიდან დაიწყონ. თუმცა, ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.
დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ ახალი კომპანიების შემოსვლა ქვეყანაში ტურისტთა რაოდენობას გაზრდის.