20 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 5 რეისი გაუქმდა, 5 გადაიდო

ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვიან ღამით 5 რეისი გუქმდა, და 5 გადაიდო. გუქმებული ფრენებიდან 4 სტამბოლის, ერთი კი ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მიმართულებით უნდა შესრულებულიყო. 

რეისები გადაიდო მინსკის, კიევის, მოსკოვის, დუბაის და ჩინეთის ქალაქ ურუმჩის მიმართულებით. ჩინეთის რეისი თბილისის ნაცვლად ბაქოში შესრულდა.

ბოლო ინფორმაციით, ავიაკომპანია პეგასუსმა, სტამობლის გაუქმებული რეისის სანაცვლოდ თბილისი-სტამობილის დამატებითი ფრენა დანიშნა 14 საათზე.

დღესვე შესრულდება გადადებული ფრენები მოსკოვის, კიევისა და ჩინეთის ქალაქ ურუმჩის მიმართულებით, თუმცა საბოლოოდ მათი შესრულება ამინდზეა დამოკიდებული.

დღის ამბები