საქართველოში ვერ ჩამოვიდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ. მას თბილისში უკრაინიდან გვიან ღამით ელოდებოდნენ, თუმცა ძლიერი ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რეისის მიღება ვერ შეძლო.
მის სახელზე სასტუმროში ამ დროისთვის მოხსნილია ჯავშანიც. როგორც თურქეთის ელჩმა კურიერთან საუბრისას აღნიშნა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში დღეს დღის განმავლობაში ჩამოფრინდება და დაგეგმილ შეხვედრებს გამართავს.
მევლუთ ჩავუშოღლუს პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართველ კოლეგასთან დილით უნდა გაემართა, შედგება თუ არა დაგეგმილი შეხვედრა, ამ დროისთვის ცნობილი არ არის.