კახეთში დენის გაძვირებას აპროტესტებს ნაციონალური მოძრაობა. პარტიის რეგიონული წარმომადგენლობა თელავში ადგილობრივებს შეხვდა და მოსახლეობის პოზიცია მოისმინა. თელაველების განმარტებით, 4 თეთრიანი ზრდა მათთვის მიუღებელია და მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ ტარიფით ელექტროენერგიის საფასურის გადახდას ვერ შეძლებს. თუ დენის გაძვირება არ შეჩერდება, ოპოზიციამ შესაძლოა საპროტესტო აქციები დაგეგმოს.
"ენერგეტიკის სამინისტრომ კიდევ ერთხელ გაახარა, ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები და ამცნო, რომ 1 მარტიდან ელექტროენერგიის გადასახადი მთელი კახეთის მასშტაბით გაიზრდება 4 თეთრით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ მივცეთ ხელისუფლებას იმის საშუალება, რომ კახელ მოსახლეობას, კახელ გლეხს ყველაზე გაჭირვებულ ფენას გაუძვიროს ელექტროენერგიის გადასახადი“, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის კახეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი ბოტკოველმა.