ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადატანის სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია. ადგილზე კომპანია ზიმოს იურისტი იმყოფება, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის წევრებს ის დოკუმენტაცია წარუდგინა, რომლითაც მისი განმარტებით, სამუშაოების კანონიერება დასტურდება. თუმცა კომპანიას არ ქონდა სხვის საკუთრებაში გზის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი.
ნაციონალური მოძრაობის წევრების მტკიცებით დოკუმენტაცია სამუშაოების დაწყების შემდეგ არის დამზადებული.
„ეს გზა, როგორც ჩანს არის კერძო საკუთრება, გასხვისებულია რამდენიმე წლის წინ, შესაბამისად, მესაკუთრის თანხმობის გარეშე, ნებისმიერი სამუშაოს წარმოება არის უკანონო. კომპანია, რომელსაც მიღებული აქვს შეკვეთა ბიძინა ივანიშვილისგან თავის თავს აყენებს კანონზე მაღლა,“ - განაცხადა პეტრე ზამბახიძემ.