აფხაზეთში ელექტროენერგიის ნაწილს რუსეთიდან შეიტანენ. ცნობილი ამ ცვლილების შესახებ დღეს კახი კალაძის ბრიფინგზე გახდა. მინისტრის განცხადებით, წყლის რესურსის მცირე რაოდენობამ ვერ უზრუნველყო ენგურისა და ვარდნილი ჰესების მიერ საკმარისი რაოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავება. დანაკლისის შესავსებად კი დამატებითი მოცულობების შემოტანა აფხაზეთში სწორედ რუსეთიდან მოხდება.
"წელს განსაკუთრებით მწვავედ დადგა აფხაზეთის ელექტრომომარაგების საკითხი, რადგან შემოსული წყლის რესურსის მცირე რაოდენობამ ვერ უზრუნველყო ენგურის და ვარდნილი ჰესების მიერ საკმარისი რაოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავება. მოხმარების შემცირებამ დეფიციტის საკითხი ვერ მოხსნა და შესაბამისად, სერიოზული საფრთხე შეექმნა ჩვენი თანამოქალაქეების ელექტროენერგიით უზრუნველყოფას." განაცხადა კახი კალაძემ. ენერგეტიკის მინისტრის თქმით "შექმნილი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის და მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით მოკლევადიან და ოპერატიულ გზად მიჩნეული იქნა რუსეთის ფედერაციიდან დამატებითი მოცულობების შემოტანა, რითაც შექმნილი ვითარება გარკვეულ წილად დარეგურულდა“