იპოთეკით დაზარალებულებმა აჭარის მთავრობის სახლის შესასვლელი გადაკეტეს. პიკეტირების მონაწილეები ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას და წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულებას ითხოვდნენ.
ე.წ. იპოთეკარების პროტესტი ბიძინა ივანიშვილის მიერ ციხისძირში გაკეთებულ იმ განცხადებას მოჰყვა, სადაც ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ პროცენტების დაკლებასა და გამოსახლებების შემცირებაზე დაპირება მმართველ გუნდს არ მიუცია. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთვხვეაში, იპოთეკარები პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.