20 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
დეპუტატ გია ვოლსკის ქონება

59  წლის დეპუტატს გია ვოლსკის მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს. იგი 2012 წლიდან დეპუტატის მანდატის მფლობელია და ასევე ხელმძღვანელობს პარლამენტში ფრაქცია ქართულ ოცნებას. 

დეპუტატი გია ვოლსკი თბილისში ფლობს 60 კვადრატული მეტრის საცხოვრებელ სახლს ხეთაგუროვის ქუჩაზე, მისსავე სახელზეა გაფორმებული 600 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ახტანაში და 120 კვადრატული საცხოვრებელი სახლი ასევე ახტანაში. 

2015 წლის განმავლობაში დეპუტატმა პარლამენტიდან ხელფასის სახით მიიღო 60 047 ლარი. მის სახელზე რამდენიმე ანგარიშია გახსნილი. 

გია ვოლსკის ქართუ ბანკის სახელფასო ანგარიშზე 7 342 ლარი ფიქსირდება, თი ბი სი ბანკის ჩემი სეიფის ევროს ანგარიშზე 3 367 ევრო, ხოლო დოლარის ანგარიშზე 725 დოლარი ფიქსირდება. 

59 წლის დეპუტატის მეუღლე ნინო სოლოღაშვილი შპს თემი-გრუპის მფლობელია, ორგანიზაცია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. 2015 წლის განმავლობაში გია ვოლსკის მეუღლემ შპს-დან 4 784 ლარი მიიღო. 

ნინო სოლოღაშვილის სახელზე კორსტანდარტ ბანკში  ანაბარია გახსნილი, რომელზეც 15 000 ლარია განთავსებული. დეპუტატის მეუღლეს კიდევ ერთი ანაბარი ბანკ ქართუში აქვს, ამ ანგარიშზე 500 ლარი ფიქსირდება. სოლოღაშვილს კიდევ ერთი ანაბარი თიბისი ბანკში აქვს გახსნილი. ჩემი სეიფის ანგარიშზე კი 5035 ლარი ფიქსირდება. 

ინფორმაცია დეპუტატის ქონების შესახებ მის მიერვე შევსებული დეკლარაციიდან არის ამოღებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები